ბარსელონაში კორონამ იფეთქა

ბარსელონაში კორონავირუსია. ბლაუგრანას ოფიციალური საიტის ცნობით, ფერან ტორესს და პედრის კოვიდ 19 დაუდასტურდათ. ისიც დაიწერა, რომ ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს და ამჟამად თვითიზოლაციაში არიან.

შეგახსენებთ, რომ ბარსაში ბოლო დროს რამდენიმე ფეხბურთელს დაუდგინდა კორონავირუსი. მათ რიცხვში არიან დანი ალვეში და ხორდი ალბამ, რომლებიც უკვე გამოჯანმრთელდნენ.

ბარსელონა ლა ლიგაში 31 ქულით მე-5 ადგილზეა და უახლოეს ტურში გრანადას შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *