ბარსელონა? არა. ფული ვეინალდუმს ანათებს…

 

ჟორჟინიო ვეინალდუმის ბარსელონაში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო. ნიდერლანდელი ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებაზე უნდა ჩასულიყო, მაგრამ პსჟ-მ ყველაფერი შეცვალა. დიდმა ფულმა და მიმზიდველმა წინადადებამ შეცვალა…

 

ფრანგული და ესპანური პრესაც წერს, რომ ვეინალდუმი პსჟ-სთან გააფორმებს კონტრაქტს. ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ პსჟ-მ ფეხბურთელს ბარსელონაზე ორჯერ მეტი ხელფასი შესთავაზა…

 

შეგახსენებთ, ჟორჟინიოს ლივერპულთან ხელშეკრულება დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტია.

 

ვეინალდუმი დღეს ნიდერლანდები-საქართველოს ამხანაგურ მატჩში ითამაშებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *