ბარსელონა ბაიერნის ფეხბურთელს ჩაუსაფრდა

ბარსელონას სატრანსფერო გეგმებზე არაერთხელ დაიწერა. ბოლო ცნობებით, ჩავის გუნდს ბაიერნიდან ნიკლას ზიულეს დამატება სურს. ინფორმაცია გერმანელმა ჟურნალისტმა კრისტიან ფლიკმა გაავრცელა.

ზიულეს ბაიერნთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. რეკორდმაისტერებმა მას ახალი ხელშეკრულება შესთავაზეს, თუმცა 26 წლის ცენტრალური მცველისგან უარი მიიღეს.

ზიულე ბაიერნში 2017 წლის ზაფხულში ჰოფენჰაიმიდან გადავიდა. იგი პირველივე სეზონში ძირითადის ფეხბურთელი გახდა და დღეს ბუნდესლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მცველია. ზიულემ ამ სეზონში 25 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება ბარსელონას, ესპანურმა გრანდმა ფერან ტორესი უკვე დაიმატა. ესპანელთა კიდევ ერთი სასურველი ფეხბურთელი ნორვეგიელი მეგავარსკვლავი ერლინგ ჰოლანდია.

Leave a comment

Your email address will not be published.