ბარსელონა და უნაი

დრო მოვიდა და ბარსელონას ამ ორი ფეხბურთელიდან წითელმაისურიანი უფრო აინტერესებს. ბერნარდუ სილვა მანჩესტერ სიტიში ბრწყინავდა და ზაფხულშიც იყო მის ბარსელონაში გადასვლაზე საუბარი, ეს წითელმაისურიანი კი მაროკოელი აზედინ უნაი გახლავთ. 22 წლის მაროკოელი საყრდენი მაგრად თამაშობს მუნდიალზე.

მეტიც, ლუის ენრიკემ სწორედ ეს ფეხბურთელი გამოარჩია ესპანეთი-მაროკოს მერვედფინალის შემდეგ.

აზედინ უნაი საფრანგეთის ანჟეს წევრია. მისი ფასი მსოფლიოს დაწყებამდე 5-6 მილიონი ევრო იყო, ახლა კი ამ ფასად ალბათ აღარ გაყიდიან.

ბარსელონა აზედინ უნაის სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად განიხილავს. აი, რას ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატი: აქ გაბრწყინებას სხვა ფასი აქვს…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *