ბარსელონა დეპაის გაშვებას აპირებს

დიდი შანსია მემფის დეპაიმ ზაფხულში ბარსელონა დატოვოს. Daily Mail-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელი ჩავის გეგმებში არ შედის და ესპანელები ზაფხულში მის გაყიდვას აპირებენ.

დეპაი ბარსელონას შარშან ზაფხულში შეუერთდა, 28 წლის ფეხბურთელმა სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ ტრავმების გამო მოუკლო. დეპაიმ ამ სეზონში 23 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ბარსელონას, გუნდი ლა ლიგაში 39 ქულით მე-4 ადგილზეა. ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ბლაუგრანა ნაპოლის შეხვდა და 1:1 ითამაშა, განმეორებითი მატჩი კი 25 თებერვალს ჩატარდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *