ბარსელონა? ერთი ზარი საკმარისია

დანი ალვესმა Sport.es-ს უთხრა, რომ ბარსელონაში სიამოვნებით დაბრუნდებოდა და სათამშოდ მზადაა. ბრაზილიელი მარჯვენა მცველი 38 წლისაა და როგორც იცით, ამ ზაფხულს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა…

„ყოველთვის ვამბობდი: თავის დროზე ბარსა დავტოვე იმიტომ, რომ რაღაც ამბები ისე არ წარიმართა, როგორც მე მიმაჩნდა სწორად. თუმცა გუნდის მიმართ ყოველთვის პატივისცემით ვიყავი. ბარსელონა ჩემი სახლია და ყოველთვის მზად ვარ, რომ გუნდს დავეხმარო.

…თუ ბარსაში ფიქრობენ, რომ მე საჭირო ვარ, ერთი ზარის საკითხია.

…საწყენია, რომ ბარსელონას ცუდი პერიოდი აქვს. ლეო მესისა და ნეიმარის სახით არა მხოლოდ ფეხბუღთელები, არამედ უფრო მეტი დაკარგეს. აბსურდი იყო. ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ მათ შესანარჩუნებლად. ხშირ შემთხვევაში არა სპორტული, არამედ კლუბის მიმართ დამსახურების კუთხითაც უნდა იფიქრო. ადამიანებს უნდა აგრძნობინო, რომ ისინი გიყვარს. როცა ეს ხდება, ადამიანებიც სხვა დონეზე გადიან“.

შეგახსენებთ, დანი ალვესი სან-პაულუდან წავიდა და თავისუფალი აგენტია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *