„ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონია

კატალონიის “ბარსელონამ” ესპანეთის ACB league-ს ფინალურ სერიაში მეორე მატჩიც იოლად მოუგო მადრიდის “რეალს” და 2014 წლის შემდეგ პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

შეხვედრაში ინტრიგა ფაქტობრივად არ ყოფილა – ნიკოლა მიროტიჩის ბრწყინვალე თამაშის ფონზე „ბარსამ“ პირველი მეოთხედი 26:15 მოიგო, მეორე პერიოდი 22:15 და დიდ შევენებაზე 18 ქულიანი უპირატესობით გავიდა 48:30.

შარუნას იასიკევიჩუსის გაწვრთნილმა გუნდმა მატჩის მეორე ნახევარშიც იოლად შეინარჩნა მოპოვებული ჰანდიკაპი და შეხვედრა საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა 92:73.
ფინალების საუკეთესო მოთამაშედ ნიკოლა მიროტიჩი დასახელდა, რომელმაც სერიის 2 მატჩში „რეალს“ ჯამში 36 ქულა ჩაუგდო და 12-ჯერ მოუხსნა ბურთი.

დაჯილდოვების ცერემონიალზე, კატალონიელთა კაპიტანმა პიერ ორიოლამ პაუ გასოლსთან ერთად ასწია საჩემპიონო თასი და ბარსელონაში 7 წლიანი წარუმატებელი სერია დასრულდა.

40 წლის გასოლმა სერიის მეორე შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა – 20 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ქონდა.

„ყოველთვის ვიძახდი, რომ შესაძლოა ეს ჩემი უკანასკნელი მატჩია, რომელიც „პალაუ ბლაუგრანაზე“ ჩავატარე. თუმცა ვნახოთ. მოვიდა დრო, რომ ცოტა დავისვენო და მომავალზე დავფიქრდე.
ძალიან მოხარული ვარ, რომ შევძელი ისევ ესეთ მაღალ დონეზე თამაში. უახლოეს დღეებს ოჯახის წევრებთან ერთად გავატარებ და სწორედ მათთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას, წავიდე თუ არა ოლიმპიადაზე სათამაშოდ“ – განაცხადა გასოლმა მატჩის დასრულების შემდეგ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *