ბარსელონა ვარსკვლავების გაშვებას გეგმავს

კატალონიის ბარსელონაში საკადრო ცვლილებები იგეგმება. EL Diario-ს ინფორმაციით, გუნდი ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს. გადაწყვეტილია, რომ ბლაუგრანას ფელიპე კოუტინიო და სამუელ უმტიტი დატოვებენ, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა რამდენიმე ფეხბურთელის საკითხი.

ბარსელონას მიზანი ფეხბურთელების გაყიდვაა, თუმცა თუ ტრანსფერი არ გამოვა გუნდი მოთამაშეებისთვის კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს, რაც დიდ ფინანსურ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული.

ბლაუგრანა ლა ლიგაში 23 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას ოსასუნასთან გამართავს, ჩემპიონთა ლიგაში კი ჯგუფში ჩარჩა და ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *