“ბარსელონა”-მ ევროლიგის რეგულარული სეზონი ნაადრევად მოიგო

ევროლიგის რეგულარული სეზონის 32-ე ტურის მატჩის რანგში “ბარსელონამ” საკუთარ “პალაო ბლაუგრანაზე” უმასპინძლა “ფენერბაჰჩეს” და მეტოქე საკმაოდ მარტივად 88-67 დაამარცხა. კატალონიურმა გუნდმა მიმდინარე სეზონში რიგით 21-ე გამარჯვება იზეიმა (5 მარცხი) და ნაადრევად მოიგო რეგულარული გათამაშება.

მასპინძლებს მშვენიერი სტარტი გამოუვიდათ – საწყის 10 წუთეულში ნიკოლა მიროტიჩმა 14 ქულა ჩაუგდო სტამბოლურ კლუბს, პერიმეტრიდან 3-ჯერ ზუსტად გაისროლა ალექს აბრინესმა და “ბარსამ” პირველი მეოთხედი 25-21 მოიგო.

null

ნიკოლას ლაპროვიტოლას და კაილ კურიჩის სნაიპერული თვისებების გამოვლინების შედეგად მეორე პერიოდში კატალონიელები ორციფრიანი უპირატესობით გავიდნენ წინ, თუმცა “ფენერის” ლიდერებმა იან ვესელიმ და დევინ ბუკერმა ყველაფერი გააკეთეს რომ მეტოქესთან ჩამორჩენა შეემცირებინათ, რაც ნაწილობრივ მათ გამოუვიდათ 34-42.

მეორე ტაიმის სტარტზე გაიბრწყინა ნიკ კალატესმა, რომლის “დირიჟორობით” მასპინძელთა ჰანდიკაპმა +20 შეადგინა 61-41.

დარჩენილ დროში “ბარსას” უკან აღარ მოუხედავს და იოლად მიიყვანა მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე.

“ბარსელონამ” ნაადრევად მოიგო რეგულარული სეზონი და პლეიოფში მერვე ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება, ხოლო ოთხთა ფინალის 1/2 ფინალურ ეტაპზე მეოთხე/მეხუთე ადგილზე გასული გუნდებიდან უკეთესს (მათ შორის საპლეიოფო ბრძოლა გაიმართება).

Leave a comment

Your email address will not be published.