ბარსელონა ტერ-შტეგენის კონკურენტს ეძებს

ბარსელონა მეკარის ძიებაშია. ბლაუგრანა ზაფხულში ტერ-შტეგენისთვის კონკურენტის დამატებას აპირებს. ესპანურმა გრანდმა რამდენიმე კიპერი უკვე მოინიშნა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ბარსას თვალთახედვის არეში ლიდსის მეკარე ილან მესლიე, ფიორენტინას კარის დარაჯი ბართომეი დრაგოვსკი, სევილიას ბონუ და ნანტის მეკარე ალბან ლაფონი არიან.

რაც შეეხება ტერ-შტეგენს, ბარსელონამ იგი 2014 წლის ზაფხულში გლადბახიდან შეიძინა. ბლაუგრანასთან ერთად მან ლა ლიგა (4), ესპანეთის თასი (5), ესპანეთის სუპერთასი (2), ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

ბარსელონა ლა ლიგაში 38 ქულით მე-4 ადგილზეა და უახლოეს ტურში ესპანიოლს შეხვდება. გეცოდინებათ, რომ ჩავის შეგირდები ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ნაპოლის დაუპირისპირდებიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *