ბარსელონა ფინალს მიუახლოვდა

ACB ლიგაში გრძელდება საპლეიოფო დაპირისპირებები. 1/2 ფინალურ სტადიაზე, საწყისი 2 მატჩის შემდეგ ბარსელონას და ხოვენტუდს შორის ანგარიში 1:1 იყო. ბადალონურმა კლუბმა სტუმრად შეძლო ერთი მატჩის მოგება და საკუთარი მოედნის უპირატესობაც მოიპოვა.

დურანის გაწვრთნილ გუნდს სერიის მორიგი 2 მატჩის ჩატარება უკვე საკუთარ მოედანზე უწევდა და მშვენიერი შანსი ქონდა სენსაციურად გასულიყო ფინალში.

null

მესამე მატჩი კატალონიური გუნდის უპირატესობით გაიხსნა – ნიკოლა მიროტიჩმა და ბრენდონ დევისმა 3 წამიანი ზონიდან დააგროვეს ქულები და სტუმრები ჯერ 6:0 დაწინაურდნენ, შემდეგ კი 16:7. ხოვენტუდი ანტე ტომიჩის გამოცდილების ხარჯზე ცდილობდა შეემცირებინა მეტოქესთან ჩამორჩენა – ხორვატი ცენტრი ქულებსაც აგროვებდა და საჭირო მომენტში იდეალური პასებითაც ამარაგებდა თანაგუნდელებს.

null

მეორე მეოთხედში ბარსელონას ჰანდიკაპი 5 ქულამდე ჩამოდნა, თუმცა იასიკევიჩუსის გაწვრთნილი გუნდი დროულად გამოფხიზლდა – ჯერ კორი ჰიგინსმა გაისროლა შორიდან ზუსტად, რასაც მიროტიჩის წარმატებული 3 ქულიანი მოყვა.

მესამე პერიოდში მასპინძელთა ლიდერებმა გაისწორეს მიზანი და შორი დისტანციებიდან დაიწყეს მეტოქის კალათის დაბომბვა – ჯერ ვილისმა ჩააგდო, ხოლო უკანასკნელ წამებზე ბასასიმ 56:61.

მეოთხე მეოთხედის საწყის წუთებში “სცენაზე წარმატებით გამოვიდა” ნიკოლა ლაპროვიტოლა, რომელმაც ზედიზედ 5 ქულა აიღო და საკუთარი გუნდი ისევ დიდი სხვაობით გაიყვანა ანგარიშში წინ. ძირითადი დროის დასრულებამდე 64 წამით ადრე ანტე ტომიჩმა თავის ყოფილ გუნდს ახლო დისტანციიდან ჩაუგდო და შეხვედრაში ინტრიგა ისევ დიდი დოზით დაბრუნდა 74:77.

საპასუხო შეტევაში, ბარსამ ბევრი იწვალა, ხეირიანი კომბინაცია ვერ გაითამაშა და ბოლო მომენტში ბურთი შეაჩეჩა ხელშ ნიკ კალატესს, რომელმაც ურთულესი მდგომარეობიდან გაისროლა და სამქულიანი ჩააგდო – სტუმართა ჰანდიკაპი +6 გახდა, რომელიც საფინალო სირენამდე აღარ გაუშვია ხელიდან კატალონიურ კლუბს – 83:77.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ბარსელონას მძიმე ფორვარდი – ნიკოლა მიროტიჩი გახდა, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი იყო. საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა ტრავმა მოშუშებული კორი ჰიგინსი – 12 ქულა. ტრადიციულად სასარგებლო იყო არგენტინელი ნიკოლა ლაპროვიტოლა (10 ქულა).

ხუვენტუდის რიგებიდან გამოირჩა ანტე ტომიჩი, რომელმაც მორიგი სუპერ მატჩი ჩაატარა – 21 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი. 17 ქულა ქონდა ვილისს, 13 გილემ ვივეს.

null

სერიაში ანგარიში 2:1 გახდა ბარსას სასარგებლოდ, კატალონიურ კლუბს ერთი გამარჯვების მოპოვება სჭირდება, რათა ფინალის საგზური მოიპოვოს, სადაც რეალი უკვე ელოდება თავის მეტოქეს.

შეგახსენებთ, რომ ხუვენტუდი – ბარსელონას მომდევნო მატჩი ისევ ბადალონაში გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published.