ბარსელონას საკმაოდ ცუდი პერიოდი უდგას. ჩემპიონთა ლიგის საწყის 2 ტურში ბაიერნთან და ბენფიკასთან 6 გოლი გაუშვა და 0 ქულა აიღო. გარდა ამისა არც ლა ლიგაში აქვს საქმე კარგად, 12 ქულით მე-6 ადგილზეა.
ბოლო დროინდელი შედეგებიდან და გუნდის თამაშიდან გამომდინარე, აქტიური საუბრები მიდის მწვრთნელის შეცვლასთან დაკავშირებით. რუსულ პრესაში გაჩნდა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ბლაუგრანა შესაძლოა რალფ რანგინკმა ჩაიბაროს, რომელიც ამჟამად მოსკოვის ლოკომოტივის სპორტული დირექტორია.
რანგინკს მწვრთნელად მხოლოდ გერმანიაში მუშაობის გამოცდილება აქვს. 63 წლის სპეციალისტი შტუტგარდის, ჰანოვერის, შალკეს, ჰოფენჰაიმის, ლაიფციგის და კიდევ ბევრი სხვა გუნდის მწვრთნელი ყოფილა.