ბარსელონა VS ბაიერნი – მატჩის წინ

შეიძლება ითქვას, რომ ორივე გუნდი კარგ ფორმაშია. ეს მიუნხენელებზე უფრო ითქმის, რეკორდმაისტერმა ბოლო 6 თამაშში 5 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა – 27 გოლი გაიტანა და მხოლოდ 5 მიიღო. სეზონის დაწყების შემდეგ, ბარსელონას მხოლოდ 3 ოფიციალური თამაში ჰქონდა, სამივე ლა ლიგაში, სადაც 2 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.

 

ტრავმების მხრივ, კატალონიელებს სერიოზული პრობლემები აქვთ: სერხიო აგუერო, მარტინ ბრაითვაიტი, დემბელე, სერხი რობერტო, ანსუ ფატი და მუსა ვაგე გუნდს ვერ დაეხმარებიან. ასევე, ხორდი ალბას და სერჟინიო დესტის თამაშიც საეჭვოა.

 

მიუნხენელებს თითქმის ყველაფერი რიგზე აქვთ: ტოლისო ვერ დაეხმარებათ, თუმცა ის ძირითადის ფეხბურთელად არც განიხილება. სერჟ გნაბრის თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, თუმცა, მეტია ალბათობა, რომ მას მოედანზე ვიხილავთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *