ბასილაშვილის უფლებადამცველი: ნიკას არანაირი სანქცია და დისკვლაიფიკაცია არ ემუქრება

ნიკა ბასილაშვილის მხარე მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებას ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ რუს ვებ გვერდებზე გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრების პირველ ნომერს თითქოს გარიგებულ თამაშებში ედებოდა ბრალი.

სწორედ ამ ბრალდბასთან დაკავშირებით მისმა ადვოკატმა ქალბატონმა ირმა ჭკადუამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს, პირველ რიგში, საზოგადობის შეცდომაში შეყვანას და ამასთან, სპორტსმენის საქმიანი რეპუტაციის შელახვას. აღნიშნული ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ერთ-ერთი რუსული მედია-პლატფორმიდან. სტატია მთლიანად არის დაყრდნობილი ვარაუდებზე. ის მომზადდა ცალმხრივად და ინფორმაცია არ გადამოწმებულა ნიკოლოზ ბასილაშვილთან და არც ანტიკორუფციულ ოფისში (ITIA). რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, გვსურს ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი სანქციები და დისკვალიფიკაცია არ ემუქრება. ის ამ დროისთვის იმყოფება დოჰაში ტურნირზე, რომლის ფინალისტიც გასულ წელს გახდა.”

Leave a comment

Your email address will not be published.