ბასილაშვილის მარცხი ადელაიდას ტურნირზე

ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში სტარტი აიღო Adelaide International 2-ის საკვალიფიკაციო ეტაპმა. ტურნირი 250-იანთა კატეგორიისაა და მისი საპრიზო ფონდი 642,375 ამერიკული დოლარია.

ადელაიდას  ტურნირზე ბევრი ცნობილი ჩოგბურთელი ითამაშებს, რომელიც ფაქტიურად გენერალურ რეპეტიაცად იქცევა ავსტრალიის ღია პირველობის წინ.

Adelaide International 2-ზე განთესილი ტოპ 8 ჩოგბურთელი

1. ანდრეი რუბლიოვი

2. პაბლო კარენო ბუსტა

3. კარენ ხაჩანოვი

4. რობერტო ბაუტისტა აგუტი

5. დანიელ ევანსი

6. მიომირ კეჩმანოვიჩი

7. ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინა

8. ტომი პოლი

null

საქართველოს პირველი ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი(N 91  მსოფლიო რეიტინგში) ადელაიდა 2-ის ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით ცდილობდა, თუმცა სამწუხაროდ ტრავმა მიიღო და პირველივე ეტაპზე დამარცხდა.

ნიკას მეტოქე შვედი ელიას იმერი გახლდათ, რომელიც ამ მომენტისთვის მსოფლიო რეიტინგში 69-ე პოზიციას იკავებს და გადაულახავი ბარიერი ნამდვილად არ გახლავთ.

შეხვედრის სტარტი ბასილაშვილისთვის საკმაოდ “მძიმე” გამოდგა – ქართველმა ჩოგბურთელმა 1:1-დან ზედიზედ 5 გეიმი წააგო და მასთან ერთად სეტიც 1:6.

მეორე პარტიის სტარტზე ნიკას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და გადაწყვიტა, რომ აღარ გაერისკა – 1:1-დან მოეხსნა მატჩს და მეტოქე მომდევნო ეტაპზე “გაატარა”.

შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილის ანგარიშზე 0 ეისი, 3 ორმაგი შეცდომა და 2-ჯერ წაგებული საკუთარი ჩაწოდება გახლდათ.

ქართველმა ჩოგბურთელმა განსაკუთრებით ცუდად ითამაშა საკუთარ მეორე ჩაწოდებაზე – 16 გათამაშებიდან მხოლოდ 6 ქულა მოიგო.

null

სამწუხაროდ, ბასილაშვილს ჯერჯერობით წარუმატებელი გამოუვიდა 2023 წლის სტარტი – ჯერ პუნეს ტურნირის პირველ წრეში წააგო მარკო ჩეკინატოსთან, ახლა კი ადელაიდა 2-ის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ტრავმა მიიღო და ნაადრევად გამოეთიშა ასპარეზობას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *