ბასილაშვილის მეცხრე ფინალი ATP TOUR-ზე

ყატარის დედაქალაქ დოჰაში გრძელდება ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. პირველ ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკმაოდ იოლად სძლია არტურ რინდერკნეხს და ფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩის წინ ფავორიტად ფრანგი მიიჩნეოდა, თუმცა საქართველოს პირველმა ჩოგანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი სიძლიერე და დამაჯერებლად მოიგო.

შეხვედრის სტარტი ნერვული გამოვიდა – არტურმა იოლად მოიგო საკუთრი ჩაწოდება და ნიკას გეიმში ბრეიკპოინტიც ქონდა, თუმცა ბასილაშვილმა ეს საფრთხე მოიგერია.

მე-5 გეიმში უკვე ქართველი მივიდა სამმაგ ბრეიკპოინტთან და მეორე მცდელობით ბრეიკიც შედგა 3:2.

ნიკამ ცივსისხლიანად შეინარჩუნა მოპოვებული უპირატესობა სეტის ბოლომდე და 6:4 იმარჯვა.

მეორე პარტიის პირველივე გეიმში რინდერკნახმა მშრალი ანგარიშით წააგო საკუთარი ჩაწოდება და ფსიქოლოგიურადაც გატყდა. ბასილაშვილმა ზედიზედ 4 გეიმის მოგებით შეხვედრის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. საბოლოოდ 6:4 6:2 ქართველი ჩოგბურთელის დამსახურებული გამარჯვება.

null

შეხვედრა 73 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ნიკას ანგარიშზე 4 ეისი და 3 ბრეიკი იყო. თავისმხრივ ფრანგმა 6 ეისი ჩააწოდა და 2 ბრეიკპოინტიდან ვერცერთის რეალიზება ვერ შეძლო.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 2:0 გახდა ქართველის სასარგებლოდ.

ტურნირის ფინალურ მატჩში ბასილაშვილი ბაუტისტა აგუტ/ხაჩანოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

საინტერესო ფაქტები

ნიკა ბასილაშვილი დოჰას ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია.

ტურნირის მოგების შემთხვევაში ბასილაშვილი ვერცერთ ქულას ვერ დაიმატებს რეიტინგში, სამაგიეროდ დაიცავს შარშან მოპოვებულ 250 ქულას.

null

დოჰას ტურნირის ფინალში გასვლით ნიკამ 80 410 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

ATP TOUR-ზე ბასილაშვილმა მეცხრედ მოახერხა ფინალში გასვლა (5 მოიგო, 3 წააგო).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *