ბასილაშვილის წარმატებული სტარტი დოჰას ტურნირზე

ყატარის დედაქალაქ დოჰაში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა. მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილია, რომელიც წლევანდელ გათამაშებაში მესამე ნომრად გახლავთ განთესილი.

ტურნირის მეორე რაუნდში ნიკას მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 138-ე ჩოგანი ელიას იმერი გახლდათ. შეხვედრის სტარტი ბასილაშვილს უკეთესი გამოუვიდა, რომელმაც ადრეული ბრეიკი განახორციელა და 2:0 დაწინაურდა. სამწუხაროდ, ელიასი დროულად გამოფხიზლდა და მალევე ანგარიშიც გაათანაბრა 2:2.

თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე სეტის მეორე ნახევარში ქართველი გაცილებით უფრო ზუსტად და აგრესიულად ათამაშდა, რამაც შედეგი მყისიერად გამოიღო – მე-10 გეიმში ბრეიკი შეასრულა და სეტიც მოიგო 6-4.

null

მეორე პარტიის სტარტზე ამჯერად შვედმა შეასრულა ბრეიკი და 3:2 დაწინაურდა. ამჯერად ნიკამ შეასრულა მომდევნო გეიმში უკუბრეიკი და წონასწორობა ისევ აღდგა 3:3.

5-4-ზე ნიკას მეტოქის ჩაწოდებაზე 2 მატჩპოინტი გააჩნდა, თუმცა ელიასმა ამ წნეხს გაუძლო და ანგარიში მაინც გაათანაბრა 5-5.

6-5-ზე დიდი ბრძოლა გაიმართა – შვედმა მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მატჩპოინტების მოგერიება შეძლო, თუმცა მეშვიდე მცდელობით ნიკამ შეხვედრა მაინც თავის სასარგებლოდ დაასრულა 6:4 7:5.

null

მატჩი 2 საათსა და 3 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილის ანგარიშზე 3 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა იყო, თავისმხრივ იმერმა 3 ეისის წილ 2 ორმაგი დაუშვა.

შეხვედრის განმავლობაში ნიკამ 14 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და 4-ის რეალიზება შეძლო, საკუთარი ჩაწოდება კი მხოლოდ ორჯერ დაკარგა.

დასრულდა ნიკას 8 მატჩიანი წაგებათა სერია. დოჰას ტურნირის 1/4 ფინალში ბასილაშვილი უნგრელ მარტონ ფუქსოვიჩს შეხვდება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 3:5-ს მარცხდება.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *