ბასილაშვილის წარმატებული სტარტი უიმბლდონის ტურნირზე

ლონდონში სტარტი აიღო საჩოგბურთო სეზონის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირმა. უიმბლდონის პირველივე სათამაშო დღეს კორტზე გამოსვლა მოუწია ნიკოლოზ ბასილაშვილს. ქართველმა ჩოგბურთელმა უმძიმეს, 5 სეტიან ბრძოლაში 6:7 7:6 3:6 6:3 6:3 სძლია ლუკაშ როსოლს და მეორე რაუნდის საგზურიც მოიპოვა.

null

პირველი სეტის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. მეხუთე გეიმში ქართველმა ნავსი გატეხა და პირველი ბრეიკი შეასრულა, თუმცა როსოლმა დროულად უპასუხა უკუბრეიკით და წონასწორობა მალევე აღადგინა 3:3.

პარტიის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ჩეხი ჩოგბურთელი ბევრად უკეთესად მოქმედებდა – საწყისი 6 ქულა მოიგო და შემდეგ მშვიდად მიიყვანა “საჩოგბურთო ლატარეა” ლოგიკურ გამარჯვებამდე 7:6 (7:4).

მეორე სეტის მესამე გეიმში ამჯერად ლუკაშმა შეასრულა პირველი ბრეიკი, თუმცა ნიკამ დროულად მოახერხა გამოფხიზლება და გაათანაბრა ანგარიში. პირველი პარტიის მსგავსად მეორის ბედიც ტაიბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც საქართველოს პირველმა ჩოგანმა მეორე სეტპოინტით 8:6 იმარჯვა.

null

მესამე სეტის მეორე ნახევარში, ჩეხმა ჩოგბურთელმა 3:3-დან ძალიან მოუმატა ზეწოლას, თავისმხრივ ნიკამ რამდენიმე უნებლიე შეცდომა დაუშვა, ზედიზედ 3 გეიმი წააგო და მასთან ერთად სეტიც 3:6.

ქართველ ჩოგბურთელს უკანდასახევი გზა უბრალოდ აღარ ქონდა – ნიკამ შეცვალა ტაქტიკა და ბადესთან უფრო ხშირად ვხედავდით. ბასილაშვილმა მეოთხე პარტიის სტარტზე ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და სოლიდური სხვაობით გავიდა წინ. როსოლმა ერთი უკუბრეიკი შეასრულა, თუმცა სეტი მაინც დათმო 3:6.

მეხუთე, გადამწყვეტი სეტი ნერვების ნამდვილ გამოცდად იქცა – ჩოგბურთელები ერთმანეთის შეცდომებს ელოდებოდნენ. პირველი კი ლუკაში შეცდა, რომელმაც მეხუთე გეიმში ზედიზედ სამჯერ გაუშვა ბურთი აუტში და ბასილაშვილი ბრეიკიანი უპირატესობით გალიდერდა 3:2.

მეექვსე გეიმში უკვე ჩეხმა გაიბრძოლა – 36 წლის როსოლმა ორი ბრეიკპოინტი გამოიმუშავა, თუმცა ორივე შემთხვევაში ნიკამ კარგი ჩაწოდების ხარჯზე ცივსისხლიანად მოიგერია ეს საფრთხე.

ვერგამოყენებული შანსების ფონზე ლუკაში ფსიქოლოგიურად გატყდა, სეტის მიწურულს კიდევ ერთხელ დათმო გეიმი საკუთარ ჩაწოდებაზე და მასთან ერთად მატჩიც 6:7 7:6 3:6 6:3 6:3.

შეხვედრა 2 საათსა და 50 წუთს გაგრძელდა.ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილის ანგარიშზე 16 ეისი და 11 ორმაგი შეცდომა იყო. თავისმხრივ როსოლმა 10 ეისის წილ 6 ორმაგი დაუშვა. მატჩის განმავლობაში ნიკამ 10 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა, საიდანაც 6-ის რეალიზება შეძლო, საკუთარი ჩაწოდება კი ჯამში ოთხჯერ დაკარგა.

ბასილაშვილმა 3 საათის განმავლობაში სუპერ შემტევი ჩგბურთი ითამაშა – 55 უნებლიე შეცდომის წილ 48 ვინერსი მოიპოვა, მის მეტოქეს კი 46 უხეში შეცდომა და 34 ვინერსი ქონდა.

საქართველოს პირველი ჩოგანი უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ქუენთინ ჰალისი იქნება. ფრანგი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 82-ე ადგილს იკავებს და უიმბლდონის პირველ წრეში მან საკმაოდ მარტივად დაამარცხა თანამემამულე ბენუა პერი 4:6 6:1 6:2 6:4.

null

Leave a comment

Your email address will not be published.