ბასილაშვილი ვენის ტურნირს გამოეთიშა

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გრძელდება ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. მეორე რაუნდში, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის მე-7 ჩოგან მატეო ბერეტინის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 7:6 2:6 3:6 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი გეიმი ნიკამ საკუთარ ჩაწოდებაზე უპრობლემოდ მოიგო, მომდევნო გეიმში კი ბრეიკპოინტამდე მივიდა, თუმცა იტალიელმა ქართველს ამ შანსის გამოყენების უფლება არ მისცა. ამის შემდეგ ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს და ლოგიკურად ტაიბრეიკამდეც მივიდნენ.

„საჩოგბურთო ლატარეა“ ბასილაშვილმა უკეტესად ჩაატარა – სამჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება, საკტარი კი მხოლოდ მხოლოდ ორჯერ დაკარგა და ტაიბრეიკზე 7:5 იმარჯვა.

null

წაგებული სეტის შემდეგ მატეო ბერეტინიმ გაცილებით უფრო აკურატული და აგრესიული ჩოგბურთის თამაში დაიწყო. მეორე პარტიის სტარტზე მატეომ ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. სეტის ბოლოს იტალიელმა კიდევ ერთხელ აიღო ნიკას ჩაწოდება და 34 წუთში ანგარიში გაათანაბრა 1:1 (7:6 2:6).

მესამე, გადამწყვეტი სეტის სტარტიც ანალოგიიური გამოდგა – ბერეტინიმ მეორე გეიმში გამოიყენა ბრეიკპოინტი და 2:0 დაწინაურდა. ნიკა ბევრს ეცადა სიტუაციის გამოსწორებას, თუმცა ვერ შეძლო. იტალიელმა მოპოვებული უპირატესობა მშვიდად მიიყვანა მატჩის ბოლომდე და ლოგიკური გამარჯვება იზეიმა 6:7 6:2 6:3.

null

შეხვედრა 2 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილის ანგარიშზე 5 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა იყო, იტალიელმა კი 22 ეისის წილ მხოლოდ 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 3 ბრეიკი შეასრულა. ნიკას მატჩის მიმდინარეობისას 3 ბრეიკპოინტი ქონდა, თუმცა ვერცერთის რეალიზება ვერ შეძლო.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 4:2 გახდა იტალიელის სასარგებლოდ.
ტურნირის 1/4 ფინალში ბერეტინი კარლოს ალკარასს დაუპირისპირდება. ესპანელმა თინეიჯერმა თავისმხრივ ენდი მარეის მოუგო 6:3 6:4.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *