ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი ალექსანდრ ზვერევთან დამარცხდა. მართალია, გერმანელემა გამარჯვება ორ სეტში მოახერხა, თუმცა თამაში ბევრად რთული გამოვიდა, ვიდრე ანგარიში გვაჩვენებს.
განსაკუთრებით დაძაბული მეორე სეტი გამოდგა. 5:3-ზე, ზვერევს, მის ჩაწოდებაზე, ორმაგი მატჩ პოინტი ჰქონდა, თუმცა ქართველმა ბრეიკის შესრულება მოახერხა და შეხვედრა ტაი ბრეიკამდე მიიყვანა.
საბოლოოდ – 0:2 – 4:6; 6:7.