ბასილაშვილი კვალიფიკაციის ფინალშია

როტერდამში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპმა. პირველი რაუნდი წარმატებით გადალახა ნიკა ბასილაშვილმა – 6:4 6:4 სძლია კორტების მასპინძელ მაქს ჰოუქსს.

null

შეხვედრის სტარტი ქართველს უკეთესი გამოუვიდა – მესამე გეიმში ბრეიკი შეასრულა და 2:1 დაწინაურდა. ნიდერლანდელი დროულად “გამოფხიზლდა” და სასწრაფოდ უკუბრეიკი შეასრულა.

უდიდესი გამოცდილების ქონის ფონზე, ნიკა არ დაიბნა. მეხუთე გეიმში ბასილამ კიდევ ერთხელ მოიგო მეტოქის ჩაწოდება და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა.

ჰოუქსმა ბევრი იწვალა, იბრძოლა თუმცა სეტი ვეღარ გადაარჩინა 4:6.

null

მეორე პარტიაში ნიდერლანდელი იდეალურად აწვდიდა და მიღებაზეც კარგად გამოსდიოდა თამაში – საწყისი 3 გეიმი მოიგო და სოლიდური სხვაობით დაწინაურდა.

ბასილაშვილი ესე მარტივად არ აპირებდა არაფრის დათმობას – ნიკამ დროული უკუბრეიკი შეასრულა და წონასწორობაც აღდგა 3:3.

მოვლენათა ასეთმა განვითარებამ მაქსი ცოტა დააბნია – მსოფლიო რეიტინგის 328-ე ჩოგანს არ ეყო გამოცდილება და სეტის ბოლოს კიდევ ერთხელ დაკარგა საკუთარი გეიმი, მასთან ერთად კი მოგების შანსიც.

null

კვალიფიკაციის ფინალში ბასილაშვილის მეტოქე კონსტანტ ლესტენი იქნება. ფრანგმა ჩოგბურთელმა პირველ ეტაპზე 7:6 7:6 სძლია მაქსიმილიან მარტერერს.

ნიკა და ლესტენი უკანასკნელი 1 კვირის განმავლობაშ ერთმანეთს მეორედ შეხვდებიან. 7 თებერვალს, მონპელიეს ტურნირის პირველ წრეშ ქართველმა ფრანგს 6:7 7:5 6:2 სძლია.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *