ბასილაშვილი მაიამის მასტერსს გამოეთიშა

ა.შ.შ-ს ქალაქ მაიამიში სტარტი აიღო საჩოგბურთო მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპმა. მსოფლიო რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი 132-ე საფეხურს იკავებს, შესაბამისად ქართველ ჩოგბურთელს ძირითად ბადეში მოსახევდრად 2 რაუნდიანი კვალიფიკაციის გავლა უწევდა.

null

სამწუხაროდ, ნიკამ პირველივე ეტაპზე 4:6 6:1 1:6 წააგო ფელიპე მელიგენთან(N 164) და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.

შეხვედრის სტარტი ბრაზილიელს უკეთესი გამოუვიდა – საწყისი 6 გეიმიდან ხუთი მოიგო და სოლიდური სხვაობით დაწინაურდა 5:1. სეტის მიწურულს ნიკამ ერთი უკუბრეიკი “გაახერხა”, თუმცა პარტია მაინც ვერ გადაარჩინა 3:6.

null

მეორე სეტში ქართველი ჩოგბურთელი იდეალურად ათამაშდა როგორც ჩაწოდებაზე, ასევე მიღებაზე. ბასილაშვილმა 24 წუთში 6:1 იმარჯვა და პარტიებს შორის წონასწორობაც აღდგა 1-1.

მესამე, გადამწყვეტ სეტში თითქოს ფსიქოლოგიური უპირატესობა ქართველის მხარეს უნდა ყოფილიყო, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა – მელიგენმა 22 წუთში გაანადგურა მეტოქე (6:1) და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

null

მატჩი 84 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ნიკას ანგარიშზე 9 ეისი, 2 ორმაგი შეცდომა და 3 ბრეიკი იყო. თავისმხრივ ბრაზილიელმა ჩოგბურთელმა 2 ეისის წილ ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და 4 ბრეიკპოინტიდან ოთხივეს რეალიზება შეძლო.

ნიკოლოზ ბასილაშვილის კრიზისი გრძელდება – 2023 წლის საჩოგბურთო სეზონში ქართველმა 13 მატჩი გამართა, საიდანაც მხოლოდ 3 მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *