ბასილაშვილი: “მატჩისთვის 100%-ით მზად არ ვიყავი”

დუბაიში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირმა. სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა, წააგო რა მსოფლიო რეიტინგის 66-ე ჩოგან ალექსეი პოპირინთან 2:6 3:6.

შეხვედრის სასტარტო გეიმებში ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა ქულებს საკუთარ ჩაწოდებაზე. მე-5 გეიმში, ანგარიშით 2-2-ზე ნიკამ მეტოქის ჩაწოდების აღების იდეალური შანსი მიიღო – სამმაგი ბრეიკპოინტი, თუმცა ბასილაშვილმა ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. პოპირინმა ჯერ ეს გეიმი შემოატრიალა და ლიდერობა დაიბრუნა (3-2), ხოლო შემდეგ მიჯრით კიდევ 3 გეიმი მოიგო და მასთან ერთდ სეტიც 6:2.

null

მეორე პარტიაში ალექსეიმ გააგრძელა ზედიზედ მოგებულ გეიმთა სერია(7) და ადრეული ბრეიკით 3:0 დაწინაურდა. ნიკა ბევრს ეცადა, რომ უკუბრეიკი შეესრულებინა, თუმცა აღარაფერი გამოუვიდა – საბოლოოდ, 1 საათში წაგებული მატჩი 2:6 3:6.

null

“მიმდინარე სეზონში უკვე მეხუთედ დამემართა ესე, რომ ბოლომდე, 100%-ით არ ვიყავი მზად სათამაშოდ. გაციებული ვარ და ეს დიდ დისკომფორტს მიქმნიდა. იმედია მალე გამოვჯანმრთელდები და აბსოლიტურ მზადყოფნაშ შევხდები ინდიან უელსის მასტერსის სტარტს” – დაწერა მატჩის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *