ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირს გამოეთიშა

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გრძელდება ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. მეორე რაუნდის მატჩის რანგში ნიკოლოზ ბასილაშვილი დაუპირისპირდა გრეგუარ ბარერეს და სამწუხაროდ 3:6 4:6 დამარცხდა.

null

შეხვედრის სტარტი ფრანგს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 4:1 დაწინაურდა. ძლიერი ჩაწოდების ფონზე გრეგუარმა უპრობლემოდ შეინარჩუნა მოპოვებული ჰანდიკაპი და სეტი 6:3 მოიგო.

მეორე პარტიის სტარტზე ბარერემ კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის ჩაწოდებაზე გეიმის მოგება და მალევე 3:1 დაწინაურდა. მეექვსე გეიმში ქართველ ჩოგბურთელს ბრეიკპოინტი ქონდა, თუმცა მისი რეალიზება ვერ შეძლო.

ფრანგმა მეორე სეტიც მიიყვანა გამარჯვებამდე და 1/4 ფინალის საგზურიც მოიპოვა.

მატჩი 72 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილის ანგარიშზე 4 ეისი, 6 ორმაგი შეცდომა და ერთადერთი ბრეიკპოინტი გახლდათ. თავისმხრივ გრეგუარმა 2 ეისი ჩააწოდა და ამდენჯერვე შეძლო მეტოქის დაბრეიკება.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 2:1 გახდა ბარერეს სასარგებლოდ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *