ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ ATP-მ და WTA-მ განაახლა საკუთარი რეიტინგები. ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2 პოზიცია მოიგო და ამჟამად მსოფლიოს 21-ე ჩოგანია. რეიტინგს სათავეში ისევ ნოვაკ ჯოკოვიჩი უდგას, თუმცა მას 890 ქულიან დისტანციაზე მიუახლოვდა დანილ მედვედევი.
როჯერ ფედერერი 30-ე საფეხურამდე დაეშვა, რაც 2001 წლის შემდეგ შვეიცარიელის ყველაზე უარესი შედეგია.
დომინიკ ტიმი ტოპ 30-ს მიღმა აღმოჩნდა, რაც უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში მისი ანტირეკორდია.
სამაგიეროდ 18 წლის კარლოს ალკარასი განაგრძობს პროგრესს – თინეიჯერი ესპანელი მსოფლიოს საუკეთესო 30 ჩოგბურთელს შორის აღმოჩნდა.
1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 11015 ქულა
2. დანილ მედვედევი (რუსეთი) – 10125
3. ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) – 7780
4. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) – 7170
5. რაფაელ ნადალი (ესპანეთი) – 6875
6. მატეო ბერეტინი (იტალია) – 5278
7. ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი) – 4830
8. კასპერ რუუდი (ნორვეგია) – 4065
9. ფელიქს ოჟე ალიასიმი (კანადა) – 3923
10. იანიკ სინერი (იტალია) – 3705
…..
21. ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქართველო) – 2016
30. როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – 1665
37. დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 1390
ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულმა ეშლი ბარტიმ რეიტინგში კიდევ უფრო გაიმყარა ლიდერობა და მეორე ადგილოსან არინა საბალენკას უკვე 2633 ქულას უგებს.
Australian Open-ის ნახევარფინალისტი იგა შვიონტეკი ტოპ 5-ში დაბრუნდა, ხოლო ფინალისტი დანიელა კოლინზი კარიერაში პირველად შევიდა საუკეთესო ათეულში. პროგრესი ქონდა უიმბლდონის ჩემპიონ ემა რადუკანუსაც, რომელიც ტოპ15-ში დამკვიდრდა.
ტურნირის 2020 წლის ჩემპიონი სოფია კენინი ტოპ 90-ის მიღმა აღმოჩნდა, ხოლო 2021 წლის ჩემპიონი ნაომი ოსაკა ტოპ 80-ის.
ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა ტოპ 200 დატოვა.
წინა კვირასთან შედარებით 6 პოზიცია მოიგო ეკა გორგოძემ, რომელიც მსოფლიოს 134-ე ჩოგანია, მარიამ ბოლქვაძე კი 177-ე.
1. ეშლი ბარტი (ავსტრალია) – 8331 ქულა
2. არინა საბალენკა (ბელორუსია) – 5698
3. ბარბორა კრეიჩიკოვა (ჩეხეთი) – 5533
4. იგა შვიონტეკი (პოლონეთი) – 4456
5. კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი) – 4452
6. პაულა ბადოსა (ესპანეთი) – 4429
7. გარბინია მუგურუზა (ესპანეთი) – 4185
8. მარია საკარი (საბერძნეთი) – 4071
9. ანეტ კონტავეიტი (ესტონეთი) – 3871
10. დანიელა კოლინზი (ა.შ.შ) – 3071
…..
13. ემა რადუკანუ (დიდი ბრიტანეთი) – 2664
85. ნაომი ოსაკა (იაპონია) – 826
95. სოფია კენინი (ა.შ.შ) – 771
134. ეკა გორგოძე (საქართველო) – 532
177. მარიამ ბოლქვაძე (საქართველო) – 375
244. სერენა უილიამსი (ა.შ.შ) – 281