ბასილაშვილი ნახევარფინალშია

ყატარის დედქალაქ დოჰაში გრძელდება ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. 1/4 ფინალურ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა უმძიმეს ბრძოლაში 1:6 6:3 7:5 სძლია მარტონ ფუქსოვიჩს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის სტარტი უნგრელ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა – ბევრად უფრო სწრაფად გადაადგილდებოდა კორტზე, უფრო ნაკლებ შეცდომას უშვებდა და უკეთესად აწვდიდა. შესაბამისად 32 წუთში 6:1 დაწინაურდა.

მეორე სეტში ნიკა უფრო მოტივრებული ჩანდა – მეექვსე გეიმში ორმაგი ბრეიკპოინტი მოიპოვა და პირველივე შანსით შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და შემდეგ მშვიდად მიიყვანა პარტია გამარჯვებამდე 6:3.

null

მესამე, გადამწყვეტ სეტში უნგრელმა ჩოგბურთელმა ბევრად აგრესიულად დაიწყო ასპარეზობა და 3:0 დაწინაურდა. ნიკას უკან დასახევი გზა არ ქონდა – გაცილებით უფრო რისკიანი თამაში წამოიწყო და დროულად შეასრულა უკუბრეიკი – 3:3.

ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე ბასილაშვილის მხარეს გადავიდა – ნიკამ 5:5-ზე კიდევ ერთხელ აიღო ფუქსოვიჩის ჩაწოდება და მალე მატჩზეც წარმატებით ჩააწოდა 1:6 6:3 7:5.

ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე ნიკას მეტოქე არტურ რინდერკნახი იქნება. ფრანგმა ჩოგბურთელმა თავისმხრივ 6:4 6:4 სძლია დენის შაპოვალოვს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *