საქართველოს პირველმა ჩოგანმა – ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2023 წლის საჩოგბურთო სეზონი ცუდად დაიწყო – ჯერ პუნეს ტურნირს გამოეთიშა პირველი რაუნდიდან (წააგო 2 სეტში ჩეკინატოსთან), 2 დღის წინ კი ადელაიდა 2-ის ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა ელიას იმერთან.
შვედ ჩოგბურთელთან მარცხის გარდა, სამწუხარო ის ფაქტიც გახლდათ, რომ ნიკამ ტრავმა მიიღო და მეორე სეტში, 1-1-ზე მოეხსნა მატჩს.
მიუხედავად ასეთი ცუდი შედეგებისა, ქართველმა ჩოგბურთელმა რეიტინგში 2 საფეხურით წაიწია წინ და ამჟამად მსოფლიოს 89-ე ჩოგანია. ეს წინსვლა ძრითადად განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ ბასილაშვილის უშუალო კონკურენტებმა წინა წელს მოპოვებული ქულები ვერ დაიცვეს და რეგრესი განიცადეს.
რეიტინგის ტოპ 10-ში რამდენიემ გადანაცვლება მოხდა – ანდრეი რუბლიოვმა გადაასწრო დანილ მედვედევს და რუსეთის პირველი ჩგნის სტატუსიც მიიღ. ანდრეიმ წინა კვირასთან შედარებით 2 პოზიცია მოიგო და ამჟამად მეექვსე საფეხურზე იმყოფება.
ადელაიდას ტურნირის გამარჯვებულმა ნოვაკ ჯიკოვიჩმა რეიტინგში 250 ქულა დაიმატა საკმაოდ მიუახლოვდა მეოთხე ადგილზე მყოფ სტეფანოს ციციპასს.
ტოპ-10-ში დაბრუნდა ჰოლგერ რუნე. დანიელი თინეიჯერი ყოველდღიურად პროგრესირებს და მისთვის 2023 წლის სეზონი გარდამტეხი უნდა გამოდგეს.
1 (1) კარლოს ალკარასი (ესპანეთი) 6820
2 (2) რაფაელ ნადალი (ესპანეთი) 5770
3 (3) კასპერ რუუდი (ნორვეგია) 5720
4 (4) სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) 5715
5 (5) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 5070
6 (8) ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი) 3930
7 (6) ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კანადა) 3895
8 (7) დანილ მედვედევი (რუსეთი) 3860
9 (9) ტეილორ ფრიცი (ა.შ.შ) 3585
10 (11) ჰოლგერ რუნე (დანია) 2876
……………………………………..
89 (91) ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქართველო) 595