ბასილაშვილი როტერდამის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

მსოფლიო რეიტინგის 87-ე ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის 500-იანთა კატეგორიის ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით შეეცდება.

null

ქართველი ჩოგბურთელი პირველ ეტაპზე კორტების მასპინძლე მაქს ჰოუქსს დაუპირისპირდება.

ნიდერლანდელი 22 წლის გახლავთ და მსოფლიო რეიტინგში 328-ე პოზიციას იკავებს.

წესით, ნიკას არ უნდა გაუჭირდეს ამ ბარიერის გავლა.

მეორე რაუნდში გადასვლის შემთხვევაში ბასილაშვილი ლესტინი/მარტერერს შორის გამარჯვებულს უნდა დაუპირისპირდეს.

4 დღის წინ ქართველმა ჩოგბურთელმა ლესტინს მონპელიეს ტურნიორზე მოუგო და ამჯერადაც ფავორიტი იქნება, მარტერერმაც თავისი კარიერის პიკი კარგა ხანია რაც გადაიარა.

null

თუ ქართველი ჩოგბურთელი წარმატებით გადალახავს ორივე საკვალიფიკაციო ეტაპს, ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდება, სადაც 4 შესაძლო ვარიანტია: ან ჰოლგერ რუნეს შეხვდება, ან ტალლონ გრიკსპურს, ან ალექსანდრ ზვერევს, ანდაც გრეგ დიმიტროვს.

როტერდამის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი ტრადიციულად, საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება – პირველ ნომრად სტეფანოს ციციპასია განთესილი, მეორე ანდრეი რუბლიოვია, მესამე ფელიქს ოჟე-ალიასი. აქვე არიან დანილ მედვედევი, ჰუბერტ ჰურკაჩი და პაბლო კარენო ბუსტა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 2, 224, 460 ევროა, ხოლო გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულასთან ერთად 387, 490 ევროს მიიღებს.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *