ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირს გამოეთიშა

ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გრძელდება უიმბლდონის ტურნირი. მესამე რაუნდში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამწუხარო მარცხი იწვნია სარეიტინგო ტოპ-100-ეულს მიღმა მყოფ ტიმ ვან რაიტოვენთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

null

შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. მეცხრე გეიმში, მოულოდნელად ქართველ ჩოგბურთელს მცირე ჩავარდნა დაეწყო – ნიკამ პირველი ბრეიკპოინტი მოიგერია, თუმცა ნიდერლანდელმა მეორე მცდელობით მაინც შეასრულა ბრეიკი და მალევე სეტიც თავის სასარგებლოდ დაასრულა 6:4.

პირველი პარტიის ასეთ სტილში წაგებამ ნიკას ფსიქოლოგიას “თავისი კვალი დაატყო”. ბასილაშვილმა მომდევნო 6 გეიმიდან 5 დათმო და სოლიდური სხვაობით ჩამორჩა მეტოქეს 1:5. საქართველოს პირველმა ჩოგანმა გაიბრძოლა – ერთი უკუბრეიკი შეასრულა, თუმცა სეტის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო 3:6.

მესამე პარტია ისევ ვან რაიტოვენის აქტიურობით გაიხსნა – ტიმმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. “ბასილას” დასაკარგი უკვე აღარაფერი ქონდა – ნიკამ რისკიანი თამაში წამოიწყო, რამაც მყისიერად გაამართლა და ანგარიშიც მალევე გათანაბრდა 2:2.

პარტიის ბედი თითქოს ტაიბრეიკს უნდა გადაეწყვიტა, თუმცა მეათე გეიმში ბასილაშვილს ისევ მცირე ჩავარდნა დაეწყო – ნიდერლანდელმა პირველივე მატჩპოინტის რეალიზება შეძლო და საბოლოო გამარჯვება მოიპოვა 6:4 6:3 6:4.

null

შეხვედრა 1:43 საათს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ნიკას ანგარიშზე 2 ეისი, 7 ორმაგი შეცდომა და 2 ბრეიკი იყო. თავისმხრივ ვან რაიტოვენმა 21 ეისი “გაისროლა”, 8 ორმაგი დაუშვა და 15 ბრეიკპოინტიდან 5-ის რეალიზება შეძლო.

ბასილაშვილმა მთელი შეხვედრის განმავლობაშ მხოლოდ 13 ვინერსი გამოიმუშავა და 33 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ამ კუთხით ნიდერლანდელის ბალანსი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა 29 ვინერსი და 23 უხეში შეცდომა.

მსოფლიო რეიტინგის 103-ე ჩოგანი ტიმ ვან რაიტოვენი უიმბლდონის ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ჯოკოვიჩ/კეჩმანოვიჩს შორის გამარჯვებული იქნება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე მამაკაცთა წყვილთა თანრიგში გააგრძელებს ასპარეზობას. ბასილაშვილი/ალბოტის დუეტი ტურნირის მეორე წრეშია და თავის მომავალ მეტოქეს ელოდება.

Leave a comment

Your email address will not be published.