ბასილაშვილი Australian Open-ს გამოეთიშა

მელბურნში სტარტი აიღო 2023 წლის პირველმა დიდი სლემის ტურნირმა. სამწუხაროდ, Australian Open-ს პირველივე წრიდან გამოეთიშა ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ქართველ ჩოგბურთელს წილისყრაში არ გაუმართლა, რადგან პირველივე რაუნდში მსოფლიო რეიტინგის მერვე ჩოგან – ტეილორ ფრიცს დაუპირისპირდა.

null

შეხვედრის სტარტი ნიკას იდეალური გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და მალევე 4:1 დაწინაურდა. თითქოს ბასილაშვილს არ უნდა გასჭირვებოდა სეტის ლოგიკურ გამარჯვებამდე მიყვანა, თუმცა საქართველოს პირველ ჩოგანს მოულოდნელად ჩავარდნა დაეწყო (16 უნებლიე შეცდომა) და ზედიზედ 5 გეიმი წააგო, მასთან ერთად კი პარტიაც 4:6.

მეორე სეტი ამერიკელის დომინაციით მიმდინარეობდა – ფრიცი მაღალი სისწრაფით აწვდიდა და საკუთარ გეიმებს იოლად იგებდა, დარჩენილ ძალას კი ბრეიკისთვის ბრძლას ახმარდა. 2:2-დან ფრიცმა ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და სეტებში 2:0 დაწინაურდა 6:4 6:2.

null

მესამე პარტიაში ნიკას დასაკარგი ბევრი აღარაფერი ქონდა, ყველანაირი ნერვიულობის გარეშე ათამაშდა და რისკიანი ჩოგბურთიც წამოიწყო. ბასილაშვილმა პირველივე გეიმშივე დააბრეიკა მეტოქე და შემდეგ უპრობლემოდ შეინარჩუნა ეს ჰანდიკაპი სეტის ბოლომდე 6:4.

მეოთხე პარტიაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა ამერიკელს მცირე უპირატესობა გააჩნდა – მე-6 და მე-10 გეიმებში ტეილორი ორჯერ მივიდა ბრეიკპოინტამდე, მაგრამ ქართველმა ეს საფრთხე მოიგერია.

მე-12 გეიმში ფრიცმა მაინც “თავისი გაიტანა” – გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა და მატჩიც მოიგო 6:4 6:2 4:6 7:5.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 3:2 გახდა ტეილორის სასარგებლოდ.

მატჩი 2:28 საათს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ფრიცის ანგარიშზე 32 ეისი, 2 ორმაგი შეცდომა და 5 ბრეიკი გახლდათ. ნიკამ 9 ეისის წილ 11 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 4 ბრეიკპოინტტიდან ორის რეალიზება შეძლო.

თამაშის ხარისხი ამერიკელს ბევრად უფრო მაღალი ქონდა – 41 ვინერსის წილ 27 უხეში შეცდომა დაუშვა, ნიკამ 43 ვინერსს 55 უნებლიე შეცდომა “შეუწყვილა”.

ტეილორ ფრიცი ავსტრალიის ღია პირველობის მეორე რაუნდში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ცენგ/პოპირინს შორის გამარჯვებული იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *