ბასილაშვილი vs ჩეკინატო

ინდოეთის ქალაქ პუნეში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა. TATA OPEN MAHARASHTRA-ს საპრიზო ფონდი 642,375 ამერიკული დოლარია, გამარჯვებული კი 250 სარეიტინგო ქულასთან ერთად 97,760 დოლარს მიიღებს.

პუნეში საკმაოდ ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, რომელთა შორისაა საქართველოს პირველი ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი.

null

ტოპ 8 განთესილი

1. მარინ ჩილიჩი

2. ბოტიკ ვან დე ზანშულპი

3. ემილ რუუსუვორი

4. სებასტიან ბაეზი

5. ალექს მოლჩანი

6. ფილიპ კრაინოვიჩი

7. ხაიმე მუნარი

8. ასლან კარაცევი

null

ბასილაშვილი 2023 წლის სეზონს სწორედ პუნეს ტურნირით იწყებს. ნიკა ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 91-ე ჩოგანია და ინდოეთში მისი პირველი მეტოქე მარკო ჩეკინატოა.

იტალიელ ჩოგბურთელს ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული უკუსვლა ქონდა და ამ მომენტისთვის ტოპ 100-სს მიღმა იმყოფება (N101).მარკოს საუკეთესო შედეგი 2018 წელს აქვს დაფიქსირებული, როდესაც როლან გაროსზე 1/2 ფინალში გავიდა.

ბასილაშვილი ჩეკინატოს ერთადერთხელ შეხვედრია საჩოგბურთო კორტზე – 2014 წელს, ჯენოას ჩელენჯერზე იტალიელმა 6:4 6:2 იმარჯვა.

9 წლის წინ გამართულ მატჩში მარკო მასპინძლის სტატუსით სარგებლობდა, თან მისთვის საყვარელ თიხის კორტზე იყო შეხვედრა. პუნეში სიტუაცია აბსოლიტურად განსხვავებულია – ფავორიტად ქართველი ჩოგბურთელი მიიჩნევა და საფარი ჰარდია.

null

პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში ნიკას გრიკსპურ/მუნარს შორის გამარჯვებულთან მოუწევს დაპირისპირება, ხოლო თუ ეს რაუნდიც წარმატებით გადავლახეთ – 1/4 ფინალში სავარაუდოდ ტურნირის პირველ ჩოგან მარინ ჩილიჩს დავუპირისპირდებით.

ბასილაშვილი – ჩეკინატოს შეხვედრა თბილისის დროით 14:00-ზეა ჩანიშნული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *