ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით აგრძელებს ასპარეზობას ჰალეს 500-იანთა კატეგორიის ტურნირზე.
2 საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვის შემდეგ, საქართველოს პირველმა ჩოგანმა ტურნირის ძირითად ბადეში, პირველ წრეში 6:1 3:6 6:4 სძლია ჟილ სიმონს და 1/8 ფინალში გავიდა.
შეხვედრის სტარტი ნიკას იდეალური გამოუვიდა – ორჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება და სოლიდური სხვაობით დაწინაურდა. ქართველ ჩოგბურთელს მხოლოდ 36 წუთი დასჭირდა პირველი სეტის მოსაგებად – 6:1.
მეორე პარტიაშიც ნიკას უპირატესობა იგრძნობოდა – მე-5 დამე-7 გეიმებში ქართველ ჩოგბურთელს ჯამში 4 ბრეიკპოინტი ქონდა, თუმცა ბასილაშვილმა ეს შანსები ვერ გამოიყენა, რისთვისაც დაისაჯა კიდეც.
მე-8 გეიმში ფრანგმა ჩოგბურთელმა ჯერ მშრალი ანგარიშით მოიგო მეტოქის ჩაწოდება, ხოლო შემდეგ კი უპრობლემოდ გაათანაბრა სეტებს შორის ანგარიშიც 1:6 6:3.
მესამე, გაამწყვეტ სეტში უკვე ჟილი ფლობდა ფსიქოლოგიურ და სათამაშო უპირატესობას – იგი გაცილებით უკეთესად გადაადგილდებოდა კორტზე და ნიკას ჩაწოდებაზე რეგულარულად მიდიოდა ბრეიკპოინტებამდე.
36 წლის სიმონმა მეხუთედა მეშვიდე გეიმებში ბრეიკის შესრულების ორ-ორი შანსი გაანიავა, ხოლო მეცხრეში – ერთი.
ქართველი თავდადებით იბრძოდა ნებისმიერი ქულისთვის და მას ეს დაუფასდა – მე-10 გეიმში ბასილაშვილმა ფრანგის ჩაწოდებაზე მატჩპოინტი მიიღო, რომელიც გამოიყენა და ეს ნერვული თამაშიც თავის სასარგებლოდ დაასრულა 6:1 3:6 6:4.
მატჩი 2 საათსა და 4 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში სიმონის ანგარიშზე 4 ეისი, 5 ორმაგი და 1 ბრეიკი იყო,თავისმხრივ ნიკამ 2 ეისის წილ ამდენივე ორმაგი დაუშვა და სამჯერ აიღო ჟილის ჩაწოდება, რაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა.
ბასილაშვილმა მისთვის უხერხულ მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებში ანგარიში შეამცირა და 2:3 გახადა (ბალახის საფარზე 1:1).
საქართველოს პირველ ჩოგანს 1/8 ფინალში ძალიან გაუმართლა, ვინაიდან ტურნირს დაწყებამდე მოეხსნა ბერძენი სტეფანოს ციციპასი (გადაღლილობა), მის ნაცვლად კი ბადეში იღბლიანი წაგებული (“ლაქი ლუზერი”) – იანიკ ჰანფმანი ჩაჯდა (კვალიფიკაიაში წააგო ბასილაშვილთან).
სწორედ ჰანფმანისა და რინდერკნეხს( N 119) შორის გამარჯვებული შეხვდება ბასილაშვილს ჰალეს ტურნირის მეორე წრეში.