“ბებო ნახე, ბაბუ ნახე, მეკარე ისე გამონახე” – ხიზანიშვილის მოყოლილი ისტორია…

საინტერესო და ცოტა კომიკური ისტორიაც, რომელიც ზურაბ ხიზანიშვილმა მოგვიყვა.

უბრალოდ, ამ ამბავიდან გაიგებთ, თუ რა სიფრთხილით ეკიდებიან ცნობილი კლუბები ფეხბურთელის ტრანსფერს, რას აღარ იკვლევენ და რა თანხებს აღარ ხარჯავენ…

როცა ხიზანა ბლექბერნში თამაშობდა, გუნდში გასინჯვაზე მიიყვანეს 18-19 წლის ხორვატი მეკარე. ვარჯიშებზე და ამხანაგურებშიც მოეწონათ, მაგრამ მაინც ეჭვობდნენ და არ გაიფორმეს – ცოტათი დაბალიაო…

თურმე ბლექბერნმა მეკარეს ხორვატიიდან ინგლისში ჩამოაყვანინა ჯერ დედ-მამა, რამდენიმე დღის მერე კი ბებია და ბაბუა. რა თქმა უნდა, კლუბმა გადაიხადა გადაფრენა-გადმოფრენის ხარჯები.

შეხედეს მეკარის წინაპრებს, ყველანი დაბლები იყვნენ და მეკარეზე უარი თქვეს – „დაბრუნდი ხორვატიაში!“.

გენი გამოიკვლიეს. თურმე მაღალი არავინ ჰყოლია და არც ეს გაიზრდებაო…

არადა, მეკარეს თავიდან უხაროდა, დედ-მამა, ბებია-ბაბუა ჩამოჰყავთ, ეტყობა მაგრად მოვეწონე და ჩემები აქ უნდა აცხოვრონო.

Leave a comment

Your email address will not be published.