სულ რაღაც ოთხი თვეა რაც დიეგო კოსტა ბრაზილიაში დაბრუნდა და უკვე ქვეყნის ჩემპიონიც გახდა და თასიც მოიპოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ატლეტიკო მინეირუმ ატლეტიკო პარანაენსეს ქვეყნის თასის მეორე ფინალურ მატჩშიც მოუგო 2:1 (პირველი 4:0) და ოქროს დუბლი შეასრულა. რამდენიმე დღის წინათ მინრიეომ ჩემპიონობაც იზეიმა და ეს 50-წლიანი პაუზის შემდეგ მოხდა.
კოსტას გარდა მინეიროში კიდევ ერთი ვეტერანი, ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ჰალკი თამაშობს, რომელსაც შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა, წლის ფეხბურთელიც გახდა და საუკეთესო მეგოლეც, ანუ არტილეირო.
ჰალკი 35 წლისაა, კოსტა 33-ის.