UFC-ს მსუბუქი წონის ნომერ პირველმა კონტენდერმა, დასტინ პორიემ თვითერზე შობის უჩვეულო მილოცვა გამოაქვეყნა. ამერიკელმა ვარსკლავმა, ყველას ბედნიერი შობა უსურვა გარდა UFC-ს 3 მებრძოლისა – კონორის, ნეიტისა და კოლბის. დასტინსა და კონორს 3 ბრძოლიანი ისტორია აქვთ, რომელთაგანაც მესამეში, კონორი პორიეს მიმართ განსაკუთრებით აგრესიული და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. რაც შეეხება დიაზსა და პორიეს, მათი დაპირისპირება სოც. ქსელებით შემოიფარგლება. ხოლო კოლბი კოვინგტონმა, რომელიც სრულიად სხვა წონით დივიზიონშია, ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში დასტინზე და მის მეუღლეზე უხამსად ილაპარაკა, სავარაუდოდ ამიტომ ვერ დაიმსახურა პორიესგან საშობაო მილოცვა.
Merry Christmas to everyone!!… except Nathaniel, Conor and Colby but everyone else hope you have a great day!!
— The Diamond (@DustinPoirier) December 25, 2021