მანჩესტერ იუნაიტედის, მადრიდის რეალისა და ვესტ ჰემის ყოფილი შემტევი, ხავიერ ერნანდესი, რომელიც ამჟამად ამერიკული ლოს ანჯელეს გალაქსის ღირსებას იცავს, ბოლო დროს თურმე ერთობ ბედნიერად გამოიყურება. საქმე ის არის, რომ 33 წლის ჩიჩარიტოს ახალი შეყვარებული, ულამაზესი ნიკოლ მაკფერსონი ჰყოლია.
ამას წინებზე ნიკოლს და ხავიერს, ფეხბურთელის სამშობლოში, მექსიკაში ჩინებული დრო გაუტარებიათ და ურთიერთობას აღარც მალავენ.
ნიკოლს ხუთი წლის ბიჭუნა, ლეო ჰყოლია წინა პარტნიორისგან. ლეოს ფეხბურთელი „მამა“ ძალიან მოსწონებია.
ჩიჩარიტოსთვის ნიკოლთან ურთიერთობა მართლაც ახალი ჰაერის ნაკადივით ყოფილა. მიზეზი? ცნობილი ამბავია და ბრიტანული ტაბლოიდებიც წერდნენ, როგორ განიცადა შარშან ხავიერმა მშობლების განქორწინება.
IN LOVE WITH HERN