უკრაინის ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი, ოლექსანდრ ზინჩენკო, ახალ სეზონს ამაღლებული განწყობით ხვდება. იმიტომ, რომ პირველად გახდა მამა.
კვირას, მეუღლე ვლადა სედანმა, მაიამის კლინიკაში მას გოგონა გაუჩინა. 24 წლის ვლადამ ინსტაგრამში ახალშობილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „შენ ჩემი სიცოცხლე ხარ!“
ზინჩენკო ახლახანდამთავრებულ ევრო 2020-ზე უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. 7 აგვისტოს კი სიტისთან ერთად, ახალ სეზონში ჩაებმემა. ქალაქელები ამ დღეს, უემბლიზე, ქვეყნის სუპერთასის მატჩში ლესტერს შეხვდებიან.