კვირას, 11 ივლისს, ლონდონის ლეგენდარულ უემბლიზე, ევრო 2020-ის ფინალური მატჩი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა, გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, პაბებს 23 საათსა 15 წუთამდე ექნებათ ლუდის გაყიდვის უფლება. ჩვეულებრივ, ისინი, ბოლო დროის კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, 22 საათსა და 30 წუთზე იკეტებიან.
ეს განკარგულება იმ შემთხვევაშიც იმუშავებს, თუკი ინგლისის ნაკრები ფინალში ვერ გავა. ინგლისი ნახევარფინალში დანიას ხვდება. ტურნირის მეორე ნახევარფინალში კი იტალიამ პენალტებით ესპანეთი დაამარცხა.