ბევრი უაზრო მატჩი… ცვლილებები შესარჩევში?

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო სანაკრებო კალენდარში ცვლილებების მომხრეა: ბევრი არაფრისმომცემი მატჩი ტარდებაო…

„გარკვეულ ზღუდეს მივაღწიეთ. გვესმის, რომ პრობლემები იქმნება ფეხბურთელების ნაკრებში გამოძახების და იქ გამგზავრების მხრივ. ფეხბურთელები კონტინენტიდან კონტინენტამდე დაფრინავენ, რათა ნაკრებში ითამაშონ. ეს უჭირთ. წარმოიდგინეთ, სეზონს ევროპაში იწყებენ, მერე მიდიან შორს და ნაკრებში გამოდიან, ბრუნდებიან კლუბში, რამდენიმე მატჩს ატარებენ და ისევ ნაკრებში მიდიან. ბევრს სულ სხვა საათობრივ სარტყელში უწევს თამაში.

…ეს ზიანს აყენებს ფეხბურთელებსაც და მთლიანად სანაკრებო ტურნირებსაც. ბევრი უაზრო მატჩია. უნდა მოვიფიქროთ, რა შევცვალოთ. უფრო მარტივი სისტემა უნდა შევიმუშავოთ, რათა ყველამ გაიგოს“.

ინფანტინომ დაამატა, რომ წლის ბოლოს შესაძლოა რეფორმები განხორციელდეს. ალბათ, ეს კონკრეტულად მუნდიალის შესარჩევ ეტაპებს შეეხება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *