“ბევრი წერდა, რომ გავიქეცი, მაგრამ არა – მე სახლში ვარ!” – უსიკი [VIDEO]

მოგეხსენებათ, გუშინ, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. უკრაინაში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. შექმნილ სიტუაციას არაერთი უკრაინელი სპორტსმენი გამოეხმაურა.

მათ შორის არის მძიმე წონის ჩემპიონი კრივში, ოლეკსანდრ უსიკი, რომელმაც პირად ინსტაგრამზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა:

“ძვირფასო უკრაინა, ძვირფასო უკრაინელებო. ბევრი წერდა რომ მე გავიქეცი, მაგრამ არა. მე დავბრუნდი, სახლში ვარ. ახლა ძალიან რთული პერიოდი გვიდგას. მეგობრებო, ეს ყველაფერი უნდა შევაჩეროთ – ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *