გარეთ ბეილი კვლავ ტრავმირებულია. 32 წლის შემტევმა უელსი 5:1 ბელარუსის მატჩზე კუნთის დაზიანება მიიღო. COPE-ს ცნობით, რეალის გარემარბი 2-3 კვირას იუქმებს.
ბეილი ბოლო დროს ხშირად ტრავმიანობს. მიმდინარე სეზონში რეალის მაისურით მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. სათქმელია, რომ გარეთმა სამივე შეხვედრა ლა ლიგაში გამართა.
რაც შეეხება რეალს, სამეფო გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში 27 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ სოსიედადს 1 ქულით ჩამორჩება და უახლოეს მატჩში გრანადას დაუპირისპირდება.