ბეილი მოსალოდნელზე მეტ ხანს გამოტოვებს

გარეთ ბეილი ისევ ტრავმირებულია და რეალს კვლავ ვერ ეხმარება. მედიკოსები ვარაუდობდნენ, რომ 32 წლის ფეხბურთელი მოედანს მალე დაუბრუნდებოდა, თუმცა AS-ის ინფორმაციით, უელსელი დაახლოებით 2 თვე  ვერ ივარჯიშებს.

ბეილმა კუნთის ტრავმა 11 სექტემბერს სელტასთან მატჩის წინა დღეს მიიღო. მან ვიგოელებთან შეხვედრის გარდა, ინტერთან ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩიც გამოტოვა.

არახალია, რომ უელსელი ხშირად ტრავმიანობს. რეალის ფეხბურთელის რანგში მან ტრავმა 24-ედ მიიღო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *