გარეთ ბეილმა შესაძლოა კვლავ ინგლისში ითამაშოს. როგორც Mundo Deportivo იუწყება, უელსელის გადაბირება არსენალს სურს. მეთოფეები გეგმავენ, რომ რეალის მესვეურებს ბეილის და ლაკაზეტის გაცვლა შესთავაზონ.
იმ შემთხვევაში თუ გაცვლა გამოვა და ბეილი მეთოფეთა მაისურს მოირგებს, მისი ხელფასი მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან არსენალს არცთუ ისე კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვს. ვნახოთ რა იქნება, ყველაფერი ზამთარში გაირკვევა.
გეცოდინებათ, რომ ბეილისთვის ლონდონში თამაში უცხო არაა. ფართო საფეხბურთო საზოგადოებამ იგი ტოტენჰემში თამაშისას გაიცნო. წინა სეზონი მან იჯარით ისევ დეზების რიგებში გაატარა და 34 მატჩში 16 გოლი გაიტანა.