ბეილი – წინასწარი კონტრაქტი ინგლისის კლუბთან

გარეთ ბეილი წარსულში ბრუნდება? El Nacional-ი წერს, რომ უელსელმა წინასწარი კონტრაქტი გააფორმა ტოტენჰემთან და ზაფხულში შეუერთდება გუნდს. ბეილი ახლა რეალშია, კონტრაქტი 30 ივნისამდე აკავშირებს. თამაში? ამ მხრივ ცუდადაა საქმე, ხან ტრავმა აწუხებს, ხან კი კარლო ანჩელოტი ვერ ენდობა.

ბეილმა ტოტენჰემში მშვენიერი სეზონები გაატარა.

ერთი თვის წინ ისიც დაიწერა, უელსის ნაკრები მარტში მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელ ფლეი-ოფში თუ წააგებს, ანუ მუნდიალზე თუ ვერ გავა, ბეილი კარიერას დაასრულებსო… თუმცა ახლა გადაწყვეტით წერენ ტოტენჰემზე.

Leave a comment

Your email address will not be published.