ბელგიამ მძიმედ მოიგო

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მორიგი მატჩი გაიმართა. ბელგიის ნაკრები კანადის ეროვნულ გუნდს შეხვდა და 1:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ორივე გუნდმა კარგად ჩაატარა. კანადისგან ასეთ კარგ თამაშს ბევრი ალბათ არ ელოდა, ბელგიელთა მხრიდან კი მედის მოლოდინი იყო. პირველ ტაიმში გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი კანადელებს ჰქონდათ, მე-10 წუთზე ალფონსო დეივისის დარტყმული პენალტი ტიბო კურტუამ მოიგერია. შეხვედრის ერთადერთი ბურთი 44-ე წუთზე მიჩი ბაჩუაიმ იან ვერტონგენის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ შეაგდო.

მეორე ტაიმში კანადამ მოუმატა და აქტიურად შეუტია, თუმცა გოლი არ გასულა. კანადელებმა მარცხის მიუხედავად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ნაკლებად სავარაუდოა მათი დამარცხება მარტივი იყოს.

ცალკე უნდა ითქვას კევინ დე ბრუინზე. ნაკლებად თუ იფიქრებდა კაცი, რომ იგი წლის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში იყო. სავარაუდოდ მისი ეს ცუდი ფორმა დროებითია და სიტუაციას გამოასწორებს.

საუკეთესო ფეხბურთლი

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ტიბო კურტუა მიგვაჩნია. გარდა იმისა, რომ პენალტი აიღო, არაერთი რთული ბურთი მოიგერია და მის მაღალ კლასში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.

ბელგია 1:0 კანადა

გოლი: ბაჩუაი (44).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *