ბელგიაც გავიარეთ, რიგში პორტუგალიაა

თბილისსა და რუსთავში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ნახევარფინალში დიდი ანგარიშით სძლია ბელგიის ნაკრებს 86:0 და ფინალში გავიდა.

უმცროს ბორჯღალოსნებს აბსოლუტურად ყველაფერი გამოსდიოდათ და თითქმის ყველა შეტევა ლელოთი დაასრულეს. სულ მეტოქეს 14 ლელო გავუტანეთ, აქედან მოლით მხოლოდ ერთი. სამი ლელო გარემარბმა ტარიელ ბურთიკაშვილმა გაიტანა, ორ-ორი კი, შუამარბმა ლუკა კობაურმა და შეცვლაზე შესულმა შერკინების კვაჭმა გიგი ჭუმბურიძემ.

ფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება, რომელმაც ფრედ დაასრულა მატჩი ესპანეთთან – 21:21. შუთ აუტებში პორტუგალიელებმა კარში უკეთ დაარტყეს, 4:3 მოიგეს და ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

საქართველო-ბელგია 86:0
საქართველო:
15. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 14. ზურა ნინიძე (ბათუმი), 13. ლუკა კობაური (აკადემია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. ლუკა ჭინჭარაული (ლელო), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);
1. ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 5. გიორგი გერგედავა (აია, კაპ.), 6. ანდრო დვალი (ლელო), 7. ნიკა ლომიძე (ხარები), 8. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები).
16. გიგი ჭუმბურიძე (აია), 17. გიორგი მჭედლიშვილი (აკადემია), 18. გიგა თუთისანი (აია), 19. კახა შეყილაძე (ხვამლი), 20. ჯაბა ოდიშარია (ლელო); 21. ლადო ტყაბლაძე (აია), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა კეშელავა (არმია), 24. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 25. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 26. ნიკა აბესაძე (ლელო).
14ლ: კობაური (2), ლომიძე, კოტორაშვილი, ჭამიაშვილი, ბურთიკაშვილი (3), ხორბლაძე, ნინიძე, ცირეკიძე, მჭედლიშვილი (2), ჭუმბურიძე,  8გ: ხორბალაძე (4), ხელაძე (4)

ნახევარფინალი
მე-5 ადგილისთვის
ნიდერლანდები-ჩეხეთი 27:5
გერმანია-რუმინეთი 27:17
ნახევარფინალი
ესპანეთი-პორტუგალია 21:21 (შ.ა. 3:4)

ფინალი
მე-7 ადგილისთვის
ჩეხეთი-რუმინეთი
მე-5 ადგილისთვის
ნიდერლანდები-გერმანია
მე-3 ადგილისთვის
ბელგია-ესპანეთი
დიდი ფინალი
საქართველო-პორტუგალია

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *