ბელგიური მხატვრობა – “წითელი ეშმაკები” 1/8 ფინალში გავიდნენ… [ვიდეო]

ბელგიის ნაკრები პირველსა და მეორე ტაიმში ერთმანეთისგან ისე განსხვავდებოდა, როგორც ცა და დედამიწა. პირველ ნახევარში, “წითელი ეშმაკები” მოედანზე ნელა გადაადგილდებოდნენ და ხეირიანად მეტოქისთვის არც შეუტევიათ. მე-2 წუთზე, საჯარიმოსთან უხეში შეცდომის შემდეგ, ბურთი მეტოქეს ჩააბარეს და პოულსენმა ანგარიში გახსნა. შესვენებამდე, უპირატესობა დანიელებს ჰქონდათ.

 

მეორე ნახევარში მინდორზე დე ბრუინი გამოჩნდა. გუნდს მისი შემოსვლა მაშინვე დაეტყო – ბელგიელმა ჯერ საგოლე პასი გააკეთა, შემდეგ კი გოლიც გაიტანა. ლუკაკუს მოქმედება აუცილებლად უნდა აღინიშნოს – ორივე გოლში კომბინაცია სწორედ მან წამოიწყო. ბრაითვეითს გათანაბრების შანსი ორჯერ ჰქონდა, თუმცა ჯერ ალდერვეილერდმა დაუბლოკა, შემდეგ კი ბურთი ხარიხას გაარტყა.

 

ბელგიის ნაკრებს იმხელა ფუფუნება აქვს, რომ სათადარიგოთა სკამიდან: ნახსენები დე ბრუინი, აზარი და ვიტცელი შემოვიდნენ…

 

ბელგია 1/8 ფინალშია…

 

დანია 1:2 ბელგია

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *