ბენზემამ რეალში რეკორდი გაიმეორა

RABAT, MOROCCO - FEBRUARY 11: Karim Benzema of Real Madrid holds the FIFA Club world cup trophy during the FIFA Club World Cup Morocco 2022 Final match between Real Madrid and Al Hilal at Prince Moulay Abdellah on February 11, 2023 in Rabat, Morocco. (Photo by James Williamson - AMA/Getty Images)

მადრიდის რეალმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. სამეფო გუნდმა ფინალში ალ ჰილალი 5:3 დაამარცხა და მორიგ ტიტულს დაეუფლა.

აღნიშნული შედეგიდან გამომდინარე, კარიმ ბენზემამ სამეფო გუნდში რეკორდი გაიმეორა. საქმე იმაშია, რომ ბენზემამ ბლანკოსში 25-ე ტიტული მოიგო, რაც აქამდე მხოლოდ მარსელომ შეძლო. ასე რომ რეალის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელები 25-25 თასით მარსელო და კარიმ ბენზემა არიან.

ბენზემას ამ სეზონში 21 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. რეალი ლა ლიგაში 45 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ ბარსელონას 8 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ლივერპულს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *