კარიმ ბენზემამ თავისი კუმირი დაასახელა. თან დაამატა, ის ერთადერთია, რომელსაც თამაშით ვბაძავდიო…
ეს ბრაზილიელი რონალდოა. აი, რა თქვა ფრანგმა ფორვარდმა:
„ის იყო და რჩება ჩემს კუმირად. მადრიდში როცა შევხვდი, ძალიან გამეხარდა. ბავშვობაში კოპირებას ვახდენდი და რა თქმა უნდა, ზუსტად იგივე ტემპში და ზუსტად იმ სტილში ვერ გამომდიოდა, რადგან რონალდო ჩემზე ძლიერი იყო.
…სახლში ვიდეოკასეტა მქონდა იმ თამაშების, რომლებიც რონალდომ ბარსელონაში ჩაატარა. ეს საოცარი იყო. ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი თავდამსხმელი, რომელსაც შეუძლია გატანა და ასევე შეტევების ირგანიზებაც“ – უთხრა ბენზემამ BeIN Sports-ს.