ბენზემა ეშაფოტზე: კარიუსი, ულრაიხი, დონარუმა, ახლა უკვე – მენდიც…

 

ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალის პირველ შეხვედრაში, ჩელსიმ რეალი მიიღო და 1:3 დამარცხდა. კარიმ ბენზემამ ოსტატობის პერფორმანსი მოაწყო და ჰეთ-თრიქი შეასრულა. მესამე გოლი, ფრანგმა თავდამსხმელმა მენდის შეცდომის შემდეგ გაიტანა. ეს შემთხვევითობაა? არა, ლიგაზე კარიმი სულ ჩასაფრებულია და მენდი მისი პირველი მსხვერპლი არ არის.

სვენ ულრაიხი, 2018 წლის მაისი. მისმა შეცდომამ ბაიერნი ლიგის ფინალის მიღმა დატოვა

2018 წლის მაისში ბენზემამ მეკარის შეცდომის გამო გაიტანა. ბაიერნის მეორე მეკარემ, სვენ ულრაიხმა, 1:1-ზე, პარტნიორისგან დაგორებული ბურთის ხელში დაჭერა გადაწყვიტა, შემდეგ გაახსენდა, რომ ეს წესებს ეწინააღმდეგება, გაუძვრა და კარიმმაც დასაჯა.

ამ გოლმა ბაიერნს ფინალის გზა გადაუკეტა. რეკორდმაისტერმა მიუნხენში 1:2 წააგო, მადრიდში კი მატჩი ფრედ დასრულდა – 2:2. ვისაც ეს შეხვედრა ახსოვს, მიუნხენელები ამ თამაშში უკეთესნი იყვნენ.

„როდესაც პასი მომაწოდეს, ვცადე ბენზემა დამენახა, ბურთის ჩაჭრას თუ შეძლებდა, რათა ერთი ერთზე მეთამაშა. არაფერი მსგავსი, ბურთი ჩემსკენ დაუბრკოლებლად წამოვიდა, ამ დროს მივხვდი რომ ხელში აღება არ შემეძლო. ვცადე ფეხით მეთამაშა, მაგრამ არ გამოვიდა. ასეთ ეპიზოდებში გადაწყვეტილებას წამის მეასედში იღებ. თავში მხოლოდ ორი გამოსავალი მქონდა და სიტუაცია სათანადოდ ვერ შევაფასე,“ – თქვა ულრაიხმა.

ამ შეცდომამ სვენის კარიერაზე დიდი გავლენა არ მოახდინა, ის ახლაც ბაიერნის სკამზე ზის…

ლორის კარიუსი, 2018 წლის მაისი. ფინალში ორი დასამახსოვრებელი შეცდომა, რომელმაც კარიერა დაუნგრია

კარიუსს პერსონალური ტრაგედია გადახდა. ულრაიხის შეცდომასთან პარალელების გავლენა შეგვიძლია: ლორისიც გერმანელია, შეცდომა იმავე სეზონში დაუშვა და მანაც რეალთან. თუ სვენმა ნახევარფინალში, მან ფინალში…

კარიუსმა ფინალი მარტომ წააგო: როდესაც 0:0 იყო, მან ბენზემას საგოლე პასი მისცა. გერმანელი საშინელი შეცდომა მეორედაც დაუშვა, ბეილის შორეული დარტყმული, რომელსაც ხელში თუ ვერ დაიჭერდა, უნდა მოეგერიებინა, ხელიდან აუსხლტდა და კარში შევარდა…

ამ შეცდომების შემდეგ, მისი კარიერა დაინგრა: ლივერპულმა, ორ წლიანი იჯარით, ის ბეშიქთაშში გაუშვა, სადაც კარიუსმა შეცდომების დაშვება რეგულარულად გააგრძელა. შემდეგ, ბრიტანელებმა ის ერთი წლით უნიონ ბერლნში გაანათხოვრეს. ახლა, ლორის ლივერპულთან ერთად ვარჯიშობს…

ჯიჯიო დონარუმა, 2022 წლის მარტი. რეალმა ქამბექი მისი შეცდომიდან დაიწყო…

დონარუმას და მენდის შეცდომა, როგორც ულარიხის და კარიუსის, ერთ სეზონში მოხდა. თან ერთმანეთის მსგავსი შეცდომებით ისარგებლა – მენდიმაც და დონარუმამაც, ბურთის მიღების დროს, შეცდომა დაუშვეს, კარიმმა კი ამით ისარგებლა.

პსჟ-თან თამაში ჩვენი სიმტკიცით შევცვალეთ და არა დონარუმას შეცდომის გამო. ჩვენთვის ყოველი მატჩი ფინალია. რეალი ცოცხალია,“ – თქვა კარიმმა.

ძნელად საფიქრებელია, რომ დონარუმამ კარიერა დაღმა წავიდეს…

 

Leave a comment

Your email address will not be published.